ბევრი იტყვის ალბათ რა შუაშიაო მაგრამ უნდა დამეწერა შეიძლება ბევრმა არ იცოდეს. როგორც იცით საქართველოში ფუნქციონირება დაიწყო სპორტულმა არხმა. თავიდან სპორტული არხი მხოლოდ შაბათ-კვირას გავა ტელეკომპანია ''მზის'' ეთერში და შუადღის 12 საათიდან ღამის 3 საათამდე იქნება ეთერში. ამ პროექტში მხოლოდ სპორეტული ჟურნალისტები იქნებიან. ეს პროექტი განახორციელა ლაშა დვალიშვილის სტუდიამ კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად. რისთვისაც დიდი მადლობა ეკუთვნით.
დღეს პირვლედ გავიდა ეთერში ეს გადაცემა და პირველი რეპორტაჟიც უჩვენეს ''ჩელსისა'' და ''ჰალ სიტის'' შორის. ტელეკომპანის მზის ეთერში ყოველ შაბათ-კვირას გავა სამ-სამი მატჩი პრიმერა დივიზოინიდან და პრემიერლიგიდან. რაც მთავარია თამაშებს მაყურებელი ირჩევს დარეკვით. ხვალ 12 საათიდან კი უკვე სრული დატვირთვით დაიწყება მუშაობა და იქნება სპორტული ვიქტორინები.
რაც ჩვენ გვაინტერესებს იტალიის ჩემპიონატი ლაშა დვალიშვილის განცხადებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს იტალიელებთან და წარმატებით დასრულების შემთხვევაში პირველი ტურიდან შეილება არა მაგრამ ალბათ აჩვენებენ.
ასე, რომ საქართველოში დიდ საქმეს ჩაეყარა საფუძველი.