მილანურმა კლუბმა ზელიაკო კალაჩი გუნდიდან გაუშვა და მის ნაცვლად მონაკოს გოლკიპერი ფლავიო რომა მოიყვანა.ეს ინფორმაცია უკვე კლუბის ოფიციალურმა ვებსაიტმაც დაადასტურა.რომამ 247 მატჩი ჩაატარა მონაკოს შემადგენლობაში.მან 2001 წლიდან 2009 წლამდე ითამაშა ფრანგულ კლუბში. ვებსაიტი იტყობინება : "მილანმა გადაწყვიტა გაწყვიტოს ურთიერთობა ამჟამინდელ მეკარესთან ზელიაკო კალაჩთან.ჩვენ მადლობას ვუხდით მას გაწეული დახმარებისთვის და ყველაფერ კარგს ვუსურვებთ მომავალში." "ასევე გაცნობებთ,რომ გუნდმა იყიდა მონაკოს მეკარე ფლავიო რომა.მან მილანთან კონტრაქტი 2010 წლის 30 ივნისამდე გააფორმა." ინფორმაციის წყარო: MILANNEWS.IT
|