საქართველოს ნაკრები უკვე ორი დღეს მალტაში იმყოფება და იქ ვარჯიშობს კუპერმა არ გამოიძახა ნაკრების კაპიტანი და ლიდერი კახა კალაძე მიზეზი კი მისი ტრამვაა რომელიც ბოლომდე არ მოუშუშებია. ასევე კვლავ არ არის გამოძახებული მალხაზ ასათიანი გრძელდება დაპირისპირება მასსა და კუპერს შორის. სამაგიეროს დებიუტი ექნება ნაკრებში სიმურგის ახლაგაზრდა ქართველ მცველს თემუ ღონღაძეს. ძალიან ცუდია, რომ გამოძახებულია ლევან ცქიტიშვილი ის დიდი ხანია უგუნდოდაა და მხოლოდ ვარჯიშობს. ბრწყინვალე ფორმაშია დინამოელი ხმალაძე რომლისგანაც ბევრს ველით. კიდევ ერთი დებიუტანტი რომელმაც ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თავი გამოიჩინა მაქაბის შემადგენლობაში და კუპერმა უხმო ესაა ვლადიმერ დვალიშვილი. და ბოლოს ერთი სამწუხარო ინფორმაცია ამ მატჩში უნდა ეთამაშა ჯანო ანანიძეს ახლაგაზრდა იმედისმომცემ ფეხბურთელს როგორც ფერდერაცია პრე-სამსახურის ფროსი სანდრო ცნობილაძე ამბობს ის გაციებულია და იმიტომ ვერ ჩავიდა მალტაზე. მათ ეს მიზეზი უთხრეს რუსეთიდან. არცერთი ტელეკომპანია არ აჩვენებს პირდაპირს სავარაუდოდ ვერც ჩვენი საიტი შემოგთავაზებთ იმიტომ, რომ მალტიდან რეპორტაჟის წარმოება არ ხდება. საბოლოო შემადგენლობა ასეთია. მეკარეები: გიორგი ლომაია (”ინტერი” აზერბაიჯანი), ზურაბ მამალაძე (”ზესტაფონი”) გრიგოლ ბედიაშვილი (”ვიტ ჯორჯია” თბილისი)
მცველები: ზურაბ ხიზანიშვილი(”ბლექბერნ როვერსი” ინგლისი), მათე ღვინიანიძე(”მიუნჰენ 1860” გერმანია), ამირან სანაია(”ლე მანი” საფრანგეთი), გიორგი ფოფხაძე(”ვიბორგი” დანია), თემურ ღონღაძე(”სიმურგი” აზერბაიჯანი), უჩა ლობჟანიძე(”ზესტაფონი”), გურამ კაშია(”დინამო” თბილისი), ალექსანდრე კვახაძე(”ვიტ ჯორჯია” თბილისი)
ნახევარმცველები: ლევან კობიაშვილი(”შალკე 04” გერმანია), ლევან ყენია(”შალკე 04” გერმანია), ლევან ცქიტიშვილი (უკლუბოდ), ჯანო ანანიძე (”სპარტაკი” მოსკოვი რუსეთი), ლევან ხმალაძე(”დინამო” თბილისი), ლუკა რაზმაძე(”ვიტ ჯორჯია” თბილისი), გიორგი სეთურიძე(”ოლიმპი” რუსთავი)
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე(”პალერმო” იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი(”მაქაბი” ისრაელი), გიორგი მერებაშვილი(”დინამო” თბილისი)
|