10) ჩედრიკ ზიიდორფი თამამად შეიძლება ითქვას,რომ ამ ფეხბურთელს თავისი ძმის სიმაღლეებისთვის არასდროს მიუღწევია.იგი ყოველთვის მის ჩრდილში იყო.ჯერ იყო მადრიდის რეალში,შემდეგ ინტერში და მილანშიც ითამაშა.შემდეგ იგი არენდით გაუშვეს სხვა კლუბებში. 9) უინსტონ ბოგარდი შეიძლება არც კი გახსოვდეთ იგი მილანში,რადგან სულ რამდენიმე მატჩი ჩაატარა და თავისი კარიერის ბოლო 6 თვე გაატარა იტალიურ კლუბში.ეს მცველი გამოდიოდა ბარსელონაში და ჩელსიში საკმაოდ წარმატებულადაც. 8) ედგარ დევიდსი "პიტბული" როსონერიში აიაქსიდან გადმოვიდა,სადაც მან გუნდთან ერთად ორი ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა.მილანის უდიდესი შეცდომა იყო მისი იუვენტუსში გაშვება,რადგან "ბებერ ქალბატონში" გადასვლის შემდეგ გახდა რამდენიმე წლის მანძილზე მსოფლიოს საუკეთესო დაცვითი ნახევარმცველი. 7) პატრიკ კლუივერტი კიდევ ერთი აიაქსის კონტიგენტის წევრი,რომელიც ჯერ მილანში გადავიდა და თავი ვერ გამოიჩინა,ხოლო სხვა გუნდში გაშვების შემდეგ დიდ წარმატებას მიაღწია.მან მილანში ერთ სეზონში მხოლოდ 6 გოლი გაიტანა.ამის შემდეგ გადავიდა ბარსელონაში და იქ დაიწყო მისი თავბრუდამხვევი კარიერაც. 6) მაიკლ რეიციგერი იგიც აიაქსიდან გადმოვიდა 1996 წლის შემდეგ მილანში.თუმცა მანაც ვერ მოიკიდა გუნდში ფეხი და ხანგრძლივი კარიერა განვლო უამრავ კლუბში.წარმატებას ლუის ვან გაალთან ერთად ესპანეთში მიაღწია. 5) იაპ სტამი კიდევ ერთი ყველაზე წარმატებული მცველი,რომელმაც ჯერ პსვში მიაღწია წარმატებას,შემდეგ იყო მანჩესტერ იუნაიტედი და ლაციო.საბოლოოდ კარიერის დასასრულს მილანშიც ითამაშა.კარიერა კვლავ ერადივიზიონში აიაქსში დაასრულა.მიიჩნევენ ერას საუკეთესო მცველად. 4) კლარენს ზიიდორფი ახლა უკვე მისი სახელი გუნდის ისტორიასთანაა დაკავშირებული.ეს პლეიმეიკერი ჯერ მადრიდის რეალში გამოდიოდა,შემდეგ ინტერში გადავიდა და სწორედ აქედან გადმობარგდა თანაქალაქურ კლუბში.მას მილანთან ერთად მოგებული აქვს სერია ა-ს ტიტულები,ორი უეფას სუპერ თასი,იტალიის სუპერთასი,ფიფას მსოფლიოს კლუბთა ჩემპიონატი და ორი ჩემპიონთა ლიგის ტიტული.იგი 33 წლისაა და ჯერ კიდევ კლუბის განუყოფელი ნაწილია. 3) რუუდ გულიტი მისი მწვრთნელური კარიერა არ შედგა,მაგრამ როგორც ფეხბურთელმა დიდი საქმეები გააკეთა.გუნდთან ერთად ევროპის თასი მოიგო 1989 წელს.მილანის უდიდესი წყვილი იყო რაიკაარდი,ვან ბასტენი და გულიტი.მილანიდან სამპდორიაში გადაბარგდა.თუმცა მისი მთავარი ღირსება ისაა,რომ სხვადასხვა დროს თამაშობდა როგორც მცველი,ნახევარმცველი და თავდამსხმელიც კი. 2) ფრენკ რაიკაარდი კიდევ ერთი ჰოლანდიური ტრიოს წევრი.რაიკაარდმა გუნდს დიდი სამსახური გაუწია,თუნდაც 1990 წელს ბენფიკასთან გამარჯვების მომტანი გოლით,რომელმაც მილანს ევროპის თასი მოაგებინა. 1) მარკო ვან ბასტენი თავისი დროის ერთერთ საუკეთესო თავდამსხმელად მიიჩნევა.იგი გმირია მილანელი ტიფოზებისთვის.აიაქსში თავბრუდამხვევი კარიერის შემდეგ,მილანშიც იგივენაირად გააგრძელა თამაში.მის ერთერთ დამსახურებად მიიჩნევენ მადრიდის რეალის კარში გატანილ თავურს.მან მილანის შემადგენლობაში 125 გოლი გაიტანა 6 სეზონში.ტრავმამ შეუშალა ხელი კარიერის გაგრძელებაში და 30 წლის ასაკში დაასრულა თამაში.იგი დასახელებულია 1992 წლის ფიფას საუკეთესო ფეხბურთელად.
|