მუხლის ტრამვა კარგა ხანი მაწუხებდა, მარტში ოპერაცია გავიკეთე რის გამოც, ხუთი თვე გამიცდა. ახლა თანდათანობით ფორმაში შევდივარ. მალე დავიბრუნებ ჩემს ძველ ფორმას და უმაღლეს დონეზე ვიასპარეზებ. რაც შეეხება მოსამზადებელ პერიოდს გუნდი გადაიღალა და იმიტომ ვერ ვაჩვენეთ სასურველი შედეგი მიუნხენში ძალიან ძნელი იყო 12 დღეში 6 მატჩის ჩატარება, ამას დავუმატოთ ევროპულ დროსთან 6-7 საათიანი სხვაობა და თვითონ მიხვდებით რაოდენ ძნელი იყო ყველაფერი. გუნდი სამი კვირაა ვარჯიშობს, ჯერ ახალი ფეხბურთელი არ გვიყიდია მაგრამ საუბრები მიდის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ დროა და ჩვენც სეზონის დაწყებმადე ფორმაში ჩავდგებით. კალაძემ ნაკრებზეც ისაუბრა 12 აგვისტოს მალტასთან იმიტომ არ გამომიძაეხს, რომ ტრამვა ცოტა კიდევ მაწუხებს ხოლო უკვე 5 სექტემბერს იტალიასთან თამაშისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნები. ინფორმაციის წყარო: UEFA.COM
|