მილანის "ინტერმა" და მადრიდის "რეალმა" მიაღწიეს შეთანხმებას სამეფო კლუბის ჰოლანდიელი ნახევარმცველის, უესლი სნეოდერის იტალიურ კლუბში ტრანსფერის შესახებ – იტყობინება "The Gazzetta dello Sport". ამავე გაზეთის ცნობით, ერთადერთი, რაც ამ ტრასნფერს აკლია, თავად ფეხბურთელის თანხმობაა. მილანის "ინტერი" ვან დერ ვაარტსა და სნეიდერზე აწარმოებს მოლაპარაკებებს "რეალთან" და როგორ ჩანს, ამ უკანასკნელზე დაასრულა კიდეც. ფლორენტინო პერესი სატრანსფერო ფასად 18–20 მილიონ ევროს ასახელებს. შეგახსენებთ, რომ "რეალმა" სნეიდერი "აიაქსიდან" 27 მილიონ ევროდ შეიძინა რამონ კალდერონის პრეზიდენტობის დროს 2007 წელს. მასიმო მორატიმ და ფლორენტინო პერესმა უკვე მოილაპარაკეს. ახლა მთავარი სნეიდერის აზრია. მორატი მზადაა ფეხბურთელში 18 მილიონი ევრო გადაიხადოს და მას წლიურ 4 მილიონ ევროს სთავაზობს. თავად ფეხბურთელი, გაზეთის ცნობით, ძალიან გაღიზიანებულია, რომ მოლაპარაკებები მის გარეშე მიმდინარეობდა. ყველასთვის ცნობილია, რომ სნეიდერს არ სურს სამეფო კლუბის დატოვება. P.S. ეს სტატია იმიტო დავდე, რომ როგორც იცით მილანი იმ შემთხვევაში თუ პირლო "ჩელსიში" წავიდოდა ეძებდა მის შემცვლელს ერთერთი კანდიდატი პირლოს შემცვლელისა იყო ჰოლანდიელი უესლი სნეიდერი. ინფორმაციის წყარო: football.ua
|