მე მადლიერი ვარ ლეონარდოსი, რომელიც მე ასე მენდობა და შანსს მაძლებს ადგილი დავიმკვიდრო ძირითად შემადგენლობაში. მილანი დიდი გუნდია. როცა აქ გადმოვდიოდი ვიცოდი, რომ დიდი კონკურენცია მელოდა, ძალიან ძნელია ბრაზილის ჩემპიონატის მერე ''კალჩოში'' თამაში, მაგრამ მე ყველანაირად შევეცდები ავანსები გავამართლო. მოუთმენლად ველი სან სიროზე ჩემს პირველ მატჩს ეს ხომ ერთერთი საუკეთესო სტადიონია მსოფლიოში და აქ განსაკუთრებული ატმოსფეროა. შეგახსნებებთ, რომ ტიაგო სილვამ უკვე ამ სეზონში ამხანაგურ მატჩებში 6 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა რაც მცველის კვალობაზე საკმაოდ ბევრია. ინფორმაციის წყარო: soccer.ru
|