მილანის ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ დაამშვიდა მილანის ფანები. მან განაცხადა: სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე (ანუ 1 სექტემბრამდე) არის კიდევ ცოტა დრო დარჩენილი ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ფორვარდი, და ამაზე ვმუშაობთ კიდეც. სუმ მალე მილანის ფანებს ელოდებათ ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი.
მილანი მზადაა ინგლისური პორტსმუტისა და ინგლისის ნაკრების ფორვარდში პიტერ კრაუჩში 10 მილიონი ევრო გადაიხადოს. ეს ინფორმაცია ახლახანს გაავრცელა ინგლსიურმა daily mail გაავრცელა. მილანს ასევე აქვს მოლაპარაკებები სევილიასთან ფაბიანოსთან დაკავშირებით, ასევე რეალთან და არსენალთან, ჰუნტელაარსა და ადებაიორზე.
როგორც gazzeta dello sport იტყობინება მილანმა სთხოვა რეალ მადრიდს, რომ მათ დაუთმონ ჰუნტელაარი. ჰოლანდიელს მომავალ სეზონში არ ექნება თამაშის საშუალება რადგან რეალმა ბენზემაც შეიძინა. მილანი ასევე მუშაობს მეორე ვარიანტად ფაბიანოს ტრანსფერზე ეს იმ შემთხვევაშუ შედგება თუ ჰუნტელაარი ვერ გადმოიბირეს. ამ ტრანსფერის განხორციელებას ისიც ამყარებს, რომ გალიანის და პერესს კარგი ურთიერთობა აქვთ.
როგორც ინგლისური გაზეთები იუწყებიან, რუსულ იტალიურ შეხვედრაზე აბრამოვიჩსა და გალიანის შორის ლაპარაკი იყო პირლოსა და პატოს ტრანსფერზე. ჩელსი იხდის ახალგაზრდა ბრაზილიელში 65 მილიონ ევროს. როგორც იცით წინა თანხა იყო 50 მილიონი ევრო. მაგრამ როგორც მილანის ვიცე-პრეზიდენტმა გალიანიმ შეხვედრის შენდეგ განაცხადა პატო არანაირ ფულზე არ გაიყიდება.
რაც შეეხება პირლოს აბრამოვიჩს არ სურს გაზარდოს თანხა მასზე და 30 წლის იტალიელში ისინი მხლოდ 22 მილიონს იხდიან. გალიანის განცხადების მიუხედავად ანჩელოტი მაინც აგრძელებს ოცნებას, რომ უახლოეს დღეებში პატო და პირლო ჩელსთან კონტრაქტს გააფორმებენ.
დღეს მანჩესტერის მცველის ნემანია ვიდიჩის აგენტმა სილვიო მარტინამ, განაცხადა, რომ მისი კლიენტით ძალიან ბევრი მაღალი კლასის გუნდია დაინტერესებული. მათ შორის კი რათქმაუნდა მილანიც.
ვიდიჩი არის მაღალი კლასისი ფეხბურთელი და არ არის გაასაკვირი ამდენი გუნდის დაინტერსება განაცხადა მარტინამ. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიდიჩის ცოლს ძალიან მოსწონს იტალია და იქ ცხოვრება სურს. აგენტმა ასევე განაცხადა: თუ იქნება ლაპარაკი ვიდიჩის წასვლაზე პირველ რიგში მანჩეტსრთან დავილაპარაკებთ.
იტალიის მილანმა დაასრულა მოლაპარაკებები რონალდინიოსთან და ის მილანთან ახლა კონტრქატს გააფორმებს რომელსაც ვადა 2012 წლამდე ექნება. ბრაზილიელი წელიწადში 7 მილიონ ევროს მიიღებს
სულ რამდენიმე დღის წინ ლივორნოს ლიდერმა დიამანტიმ თვითონ განაცხადა, რომ მისით მილანია დაინტერსებული, და მასაც აქვს სურვილი როსონერიში თამაშის. დღეს კი ეს ხმები ლივორნის პრეზიდენტმა ალდო სპინელიმ გაამყარა: კარგი იქნებოდა შეგვენარჩუნებინა გუნდის ლიდერები მათ შორის დიამანტი მაგრამ ფული ახლა ლივორნოს ძალიან სჭირდება. დიამანტით ასევე პალერმო და სამპოდორიაა დაინტერსებული, სავარაუდოდ ის ამ ზაფხულს დაგვტოვებს.
,,la gazzeta dello sport,, _ის იფორმაციით მილანი სევილიას 15 მილიონ ევროს შესთავაზებს ფაბიანოს სანაცვლოდ. შეგახსენებთ რომ ფაბიანოს კონტრაქტში უწერია რომ თუ მას დროზეადრე მოუნდება კლუბის დატოვება მის მსურველ კლუბს 60 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
რამოდენიმე დღის უკან 28 წლის ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელის აგენტმა ხოსე ფუენტესმა განაცხადა რომ მისი კლიენტისთვის უდიდესი ბედნიერება იქნებოდა თუ ის კარიერას როსონერიში გააგრძელებდა.